ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესები ძალზე რთულია, მაგრამ ენერგიულ უჯრედებს შორის სიგნალის გადაცემა ექვემდებარება ბუნებაში არსებულ ერთ-ერთ უმარტივეს ლოგიკურ წესს: ნერვიული უჯრედი ატარებს ან არ ატარებს სიგნალს ანუ ინფორმაციას. ე.ი უჯრედი “ჩართულია” ან “გამორთული “.
დღევანდელი კომპიუტერების მოქმედების პრინციპი უმარტივეს ლოგიკას “კი”-ს და “არა”-ს ეყრდნობა. მეხსიერების ელემენტების მდგომარეობა “ჩართულია” ან “გამორთული”. ამრიგად შეიმჩნევა ადამიანის ენერგიული სისტემისა და ელექტრონულ გამომთვლელი მანქანების უჯრედების მოქმედების პრინციპების ანალოგია. ინჟინრებს, რომლებიც აგებდნენ პირველ ეგმ-ს არ აინტერესებდათ ტვინის ფიზიოლოგია, ამიტომ აღნიშნულ პრინციპს ვერც შეამჩნევდნენ. ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა წესით და როგორი მიმდევრობით ხდება ტვინში ინფორმაციის დამუშავება? ე.ი როგორია ტვინის მუშაობის ალგორითმი.
ალგორითმს უწოდებენ გამოთვლის ისეთ სისტემას, რომლის გარკვეული მიმდევრობით გამოყენებას მივყავართ დასმული ამოცანის ამოხსნამდე.
ადამიანის ნერვიული სისტემა იწრთობა და ვითარდება დიდი ევოლუციური პერიოდის განმავლობაში. ნერვიული სისტემის ძირითადი კვანძია ტვინი. ტვინი განსაცვიფრებლად რთული და საიმედო ბიოლოგიური სისტემაა. იგი უძლებს გარკვეულ მექანიკურ, ტემპერატურულ, გამოსხივებით ზემოქმედებას. მაგრამ თუ მასზე მოქმედებენ ნარკოზით ან ალკოჰოლით, შესაბამისად იცვლება ტვინის გამოთვლითი Fფუნქცია. სისხლის ჩაქცევითა თუ ათასი სხვა ზემოქმედებით ისპობა ათასობით ნეირონი, მაგრამ ტვინი მაინც ცოცხლობს და სწორად ფუნქციონირებს.
No comments:
Post a Comment