Search This Blog

Thursday, February 17, 2011

შეუძლია თუ არა სუპერკომპიუტერს (მანქანას) ადამიანის დამორჩილება

ამ თემამ მხატვრული ლიტერატურიდან სამეცნიერო ნიმუშებშიც გადმოინაცვლა. მაგ: კლუიტონი წიგნში ,,რობოტების ერა” (1955) დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ დადგება დრო, როცა ყველაფერს რობოტები გააკეთებენ. ეს კი გამოიწვევს ადამიანის გონებრივ დაკნინებას. სამაგიეროდ, რობოტები შეიძენენ უფრო მეტ გამოცდილებას, აჯობებენ ადამიანებს ცოდნაში, საბოლოოდ ისინი შეიგნებენ თავის ყოვლისშემძლეობას; შეუძლიათ ადამიანის გაავლენის სფეროდან გამოვიდნენ, დაიპყრონ ენერგიის წყაროები და ბოლოს გაილაშქრონ ადამიანთა მოდგმის წინააღმდეგ. კლეიტონის მტკიცებით კაცობრიობა რობოტებთან ბრძოლაში დაიღუპება.

ცხადია ეს მსჯელობა მცდარია!

ერთი რამ უდაოა, კომპიუტერი დიდად ეხმარება ადამიანს წარმოების საკითხებში. ასევე დიდია მისი როლი სახელმწიფოს სხვადასხვა სფეროს (პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ძლიერების) მართვის საკითხებში.

აღსანიშნავია ინტელექტუალური რობოტების როლი რადიაციასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებში. (ჩერნობილში გამოყენებული იქნა ავტომატ-მანიპულატორები) რომლებიც ადამიანის გარეშე მუშაობდნენ.

ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის ადამიანს. ტექნიკურად რაოდენ სრულყოფილიც არ უნდა იყოს მანქანა, მას ვერასოდეს მივანიჭებთ ისეთ თვისებებს, როგორიც არის თავდადება, ვაჟკაცობა, გმირობა. მაგრამ ერთიაა: რობოტები თავდადებულნი არიან იმ პროგრამის შესრულებაში, რაც მათ ჩაუნერგეს და რომლის შესრულებაც მათ მოეთხოვებათ.

,,რობოტების ერის~ დაწყების ფაქტი სახეზეა და ამდენად, ადამიანის უსაფრთხოების და სხვაგვარი სოციალური პრობლემაც თავისთავად დღის წესრიგშია.


რობოტები და მათი პროფესიები

დღეს სიტყვები ,,კომპიუტერი” და ,,რობოტი” სინონიმურად ჟღერს. ამ ნახევარი საუკუნის წინ, ალბათ, არ ეცოდინებოდა ჩეხ მწერალს კარელ ჩაპეკს, რომ მის მიერ პიესაში პირველად ნახმარი სიტყვა ,,რობოტი” ასე გავრცელდებოდა. Pპიესის ერთ-ერთი გმირი, კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს: ,,რობოტები ხალხი არაა,.... ისინი მექანიკურად ჩვენზე სრულყოფილნი არიან, მათ გააჩნიათ არაჩვეულებრივად ძლიერი ინტელექტი, მაგრამ მათ არა აქვთ სული.”

შეიძლება ინტელექტი შეფასდეს რაიმე უნივერსალური კრიტერიუმით? ასეთი კრიტერიუმი არ არსებობს. რობოტების მიმართ ამ მხრივ გარკვეული შეფასებები დიდი ხანია დადგენილია.

როცა რობოტს ადამიანის გარკვეულ სამუშაო ფუნქციას აკისრებენ, ცდილობენ მას გადასცენ ადამიანის გონიერების ისეთი თავისებურებანიც, როგორიცაა ზეპირმეტყველება, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მართვის სხვადახვა პრობლემის გადაჭრა, სახეთა გამოცნობა, თვითსწავლება, სამოქმედო გეგმის შედგენა. ამჟამად დიდი ყურადღება ექცევა ისეთი რობოტების შექმნას, რომელთაც შეუძლიათ ადამიანისაგან დამოუკიდებლად გონივრული მოქმედება. Lლაბორატორიულ პირობებში და ზოგიერთი არაზუსტად დასმული საკითხის ადამიანისაგან დამოუკიდებლად გადაჭრა.

რობოტის თავისებურებებია: მოცემული ამოცანის პირობებში გარკვევა, მოქმედების გეგმის შედგენა (სტრატეგია და ტაქტიკა), გარემოს შესწავლა და საგანთა გამოცნობა. საჭირო მოქმედებებს იგი ხშირად ადამიანის დაუხმარებლად ასრულებს.

რობოტი არის რთული ავტომატურ-კიბერნეტიკული სისტემა, რომელიც ასრულებს ადამიანისათვის დამახასიატებელ ფუნქციებს, ფიზიკურ და გონებრივ მოქმედებებს. რობოტები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ისევე, როგორც სხვადასხვა ტიპის ავტომატები. ცნობილია, უმარტივესი ტიპის ავტომატები, რომლებიც მუშაობის სხვადასხვა უბანზე ცვლიან ადამიანს.

ამჟამად ძნელია, ზუსტად დადგინდეს რობოტების ჯგუფები, კლასები, რადგანაც ისინი ძალზე სწრაფად იჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ანსხვავებენ რობოტების ოთხ ძირითად ჯგუფს:

1. რობოტები - კიბერნეტიკული ავტომატები, - რომლებსაც აქვს გადაადგილების უნარი (ძირითადად რელსებზე_ და ადამიანს ენაცვლებიან ფიზიკურ შრომაში. ასეთ რობოტებს აქვთ ავტომატური შემსრულებელი მექანიზმები ავტომატური ხაზები). მათ იყენებენ მეტალურგიულ ქარხნებში. მანქანების დეტალების დამზადებისათვის და ა. შ. ესენი პირველი თაობის რობოტებია.

2. მმართავი რობოტები - ანუ ისეთი ავტომატები, რომლებიც ადამიანის აზროვნების და შემოქმედებითი პროცესების იმიტაციას ასრულებენ. Mმათ იყენებენ რთული გამოთვლითი და ლოგიკური ამოცანების გადასაწყვეტად. მართავი რობოტების ანალიზის ბლოკები შეიცავენ თვითმაორგანიზებელ სისტემებს, რომლებიც სწორ ორიენტაციას ავლენენ გარკვეულ რთულ სიტუაციებსა და გამოთვლებში.

ასეთ რობოტებს აქვთ სამოქმედო პროგრამის შემტანი მოწყობილობა და მიღებული ბრძანებების გადამუშავების მექანიზმები. ასეთი რობოტები გამოიყენებიან რთული საწარმოო პროცესების ჩასატარებლად სატელევიზიო და სხვა ქარხნებში, საპროექტო-საკონსტრუქტორო ორგანიზაციებში, მაგალითად, ელექტრონული მანქანების მოწყობილობების დასაპროექტებლად, ნახაზების შესადგენად, სხვადასხვა სახის დეტალის გაანგარიშებისათვის და სხვა.

3. სამართავი რობოტები – ანუ ისეთი სისტემები, რომლებიც ასრულებენ ოპერაციას მოძრავი ავტომატების დახმარებით, როდესაც საკომანდო პუნქტი საიდანაც ხდება კონტროლი და მართვა გარკვეულ მანძილზეა. მათ იყენებენ რადიოაქტიურ ელემენტებზე ცდების ჩატარებისას მაღალ ტემპერატურებზე ნივთიერებების კვლევის დროს, ბირთვული რეაქციების წარმოების ტექნიკაში და ა.შ.

4. საინფორმაციო რობოტები – რთული ტიპის ავტომატები, რომლებიც გამოიყენება ადამიანისათვის არახელსაყრელ, ძნელად მისადგომ სამუშაო გარემოში. აღნიშნული რობოტებისაგან განსხვავებით, ეს უკანასკნელნი გარეშე მონაცემების დახსომებისა და შემდგომ მათი გარდაქმნის ფუნქციებს ფართოდ იყენებენ.

თანამედროვე რობოტებს უკვე აქვთ ,,მხედველობისა” და ,,გრძნობის” ორგანოები. ამგვარ ერუდიტებს შეუძლიათ ადამიანისაგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება იმ ამოცანებში, რაც მას დაევალება გარკვეული განუსაზღვრელობის პირობით.

მეორე თაობის რობოტებს აქვთ მხედველობითი, ბგერითი, შეხების ინფორმაციათა გადამწოდები. ე.ი. მეორე თაობის რობოტებს აქვთ ,,გრძნობა” და ,,მხედველობა”. გარდა ამისა, პირველი თაობის რობოტებისაგან განსხვავებით, მას თავის სისტემაში აქვს მმართველი კომპიუტერი.

მეორე თაობის რობოტებს უწოდებენ აგრეთვე მგრძნობიარე რობოტებს. ისინი დიდი წარმატებით გამოიყენებიან კოსმოსურ კვლევაში, წყალქვეშა სამუშაოებში და ა. შ. რაც შეეხება მესამე თაობის რობოტებს -ინტელექტუალურ რობოტებს, მათ გააჩნიათ ხელოვნური ინტელექტის ელემენტები.

კომპიუტერი გარემოს მონაცემების ანალიზის საფუძველზე ადგენს რობოტის სვლაგეზის პროგრამას, რომელშიც შესაძლებელია ერთმანეთს ენაცვლებოდეს აღნიშნული ქვეპროგრამებითი განსაზღვრული მოქმედებანი.

ამრიგად, ინფორმაციის დაგროვება, დამუშავება და დამახსოვრება გარემოს მოდელის შექმნის პროცესში წარმოადგენს რობოტის სწავლების ერთ-ერთ მარტივ ფორმას.

No comments:

Post a Comment