ჩარლზ ბებიჯი
ადამიანი, რომელმაც პირველად გამოთქვა გამომთვლელი მანქანის ფუნდამენტური იდეა და შეეცადა მის განხორციელებას, იყო ინგლისელი მეცნიერი ჩარლზ ბებიჯი (1791-1871). კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ ბებიჯი 1822 წელს შეეცადა აეგო ავტომატურად მოქმედი მექანიკური საანგარიშო მანქანა. ცდამ მარცხი განიცადა, რადგან ასეთი მანქანის შექმნა ტექნიკურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
1834 წელს ბებიჯი იწყებს მუშაობას თავის მთავარ ქმნილებაზე - გამომთვლელ მანქანაზე, რომელსაც მან "ანალიზური" (Analytical Engine) უწოდა და რომელსაც უნდა ამოეხსნა ყველა ის ამოსახსნელი ამოცანები, რომელსაც ხსნიდნენ მათემატიკოსები და ინჟინრები. აღნიშნულ მანქანას გააჩნდა ცენტრალური პროცესორული მოწყობილობა, მეხსიერბა და პერფობარათები, რომელზეც გადაიტანებოდა გარკვეული პროგრამები. ბებიჯის მანქანას შეეძლო ოცნიშნა რიცხვებზე ოპერირება.
ამრიგად, გამომთვლელი მანქანა იმუშავებდა ადამიანის ჩარევის გარეშე, თუ მას ვაცნობებდით, რა ოპერაციები უნდა შეესრულებია (რა რიცხვებზე და რა თანამომდევრობით). ეს პრინციპი დღეს ეგმ-ის პროგრამული მართვის პრინციპის სახელითაა ცნობილი და საფუძვლად უდევს კომპიუტერის მუშაობას.
როგორც ისტორიამ გვიჩვენა, ბებიჯის ჩანაფიქრი, რომ გამომთვლელი მანქანა ემართათ პერფობარათების საშუალებით, წინასწარმეტყველური იყო. პერფობარათების გამოყენების იდეა რეალური გახდა მას შემდეგ, რაც იგი 1804 წელს ფრანგმა გამომგონებელმა ჟოზეფ მარი ჟაკარმა (1752-1834) გამოიგონა საქსოვი დაზგის მუშაობის ავტომატიზაციისთვის.
No comments:
Post a Comment