Search This Blog

Thursday, February 17, 2011

კომპიუტერის განვითარების მოკლე ისტორია



თეორიული მოსაზრებები, რომლებიც პერსონალური კომპიურეტის შექმნას დაედო სავფუძლად, საუკუნოვან ისტორიას ითვლის და თავს იჩენს ბევრი მეცნიერის შრომებში. ამ იდეის პრაქტიკული რეალიზაცია მხოლოს XX საუკუნის მეორე ნახევარში მოხერხდა. განვითარების მაღალი ეტაპების მეშვეობით, გამოთვლითი ტექნიკა ძალზე სწრაფად გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. ჩვენმა წინაპარმა ლერწმის ჩარჩოზე გაჭიმულ თოკზე მძივები აასხა, ყოველ თოკზე 10 ცალი. ასე შეიქმნა პირველი სათვლელი მოწყობილობა - საანგარიშო ანუ აბაკი. აბაკის გავრცელებასა და თვლის მეთოდების შექმნაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ფრანგ მეცნიერს - ჰერბერტს (950 -1003). აბაკს, იყენებდნენ ბაბილონელები, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4-5 ათასი წლის წინ.

უდიდესი ისტორიული მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა მათემატიკის შემდგომი განვითარება, თვლის პოზიციური სისტემის შექმნა იყო. როგორც ჩანს, იგი შემოიღეს 4000 წლის წინ ძველ ბაბილონში. ჩვენთვის ჩვეული ათობითი პოზიციური ნუმერაცია შექმნეს ძველმა ინდუსებმა. ინდოეთიდან არაბების საშუალებით

ნუმერაციის ეს სისტემა ციფრების აღნიშვნასთან ერთად (რომლებსაც ჩვენ "არაბულს" ვუწოდებთ) გადმოვიდა ევროპაში და შემდეგ კი გავრცელდა ყველა ქვეყანაში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გერმანელი მათემატიკოსი გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (1646-1716) 40 წლის მანძილზე აქტიურად საქმიანობდა არითმომეტრის შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად. მის მიერ აგებულ მანქანას შეეძლო არა
როგორც ისტორიამ გვიჩვენა, ბებიჯის ჩანაფიქრი, რომ გამომთვლელი მანქანა ემართათ პერფობარათების საშუალებით, წინასწარმეტყველური იყო. პერფობარათების გამოყენების იდეა რეალური გახდა მას შემდეგ, რაც იგი 1804 წელს ფრანგმა გამომგონებელმა ჟოზეფ მარი ჟაკარმა (1752-1834) გამოიგონა საქსოვი დაზგის მუშაობის ავტომატიზაციისთვის.

სხვადასხვა ამოცანების ამოხსნის დროს, გამომთვლელი მანქანის მიერ შესასრულებელ ოპერაციათა აღმწერი თეორიის განვითარების გარეშე, ამ მანქანის მართვა შეუძლებელა. ასე, რომ აუცილებელი გახდა მეცნიერების ახალი მიმართულების - პროგრამირების შექმნა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილი ინგლისელი პოეტის, ჯორჯ გორდონ ბაირონის ერთადერთ ქალიშვილს - ადა აუგასტას - გრაფ ლავლეისის მეუღლეს.. ვრცლად

No comments:

Post a Comment